დონალდ ტრამპი - მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ

მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელაში დარტყმების განხორციელების გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ზღვიდან შემომავალი ნარკოტიკების 96% გავანადგურეთ. ყოველი ნავი, რომელსაც ხედავთ, რომ ფეთქდება, 25 000 ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ახლა ხმელეთზეც ვიწყებთ და ხმელეთზე ეს ბევრად უფრო მარტივია. კოლუმბიაში სულ მცირე სამი კოკაინის საწარმოა. ეს კიდევ სხვა ქვეყანაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, „დარტყმები იმ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდება, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში შეაქვთ“.

„საქმე მხოლოდ ვენესუელაში დარტყმებს არ ეხება. ეს შეიძლება მხოლოდ ვენესუელაში არ იყოს, არამედ შესაძლოა, დარტყმები იმ საშინელ ადამიანებზე განხორციელდეს, რომელთაც ნარკოტიკები აშშ-ში შემოაქვთ და ჩვენს ხალხს კლავენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს