Reuters - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს დილით ტაილანდის ავაიაგამანადგურებლებმა კამბოჯასთან საზღვარზე სამიზნე ობიექტები დაბომბეს.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა პირობა დადო, რომ ქვეყანა „სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, ვიდრე არ იგრძნობს, რომ მიწასა და ხალხს საფრთხე აღარ ემუქრება“.

ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ დილით ჩვენმა მოქმედებამ თავისი სათქმელი თქვა“, - აღნიშნა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ მას დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება ოქტომბერში, მალაიზიაში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით სურს.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.

„შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან ცეცხლს შეწყვეტენ და პირვანდელ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან. ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და აშშ-სთან ვაჭრობის გაგრძელებისთვის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს