ბათუმში, ცენტრალურ პარკში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

გასაჯაროვდეს არაბ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულება, - ამ მოთხოვნით ბათუმში, ცენტრალურ პარკში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ფულის გამო ქვეყნის ინტერესებს ყიდის. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის, გიორგი ანწუხელიძის, მემედ აბაშიძის და გიორგი მაზნიაშვილის ფოტოები გამოფინეს.

„ხელისუფლება მუშაობს, რომ დაყოს ადამიანები. სად არის მამული, ენა სარწმუნოება? ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას. ბიძინა ივანიშვილის მლიქვნელური საქციელი არაბების მიმართ სამარცხვინოა. ფულის გამო, ყველაფრისთვის მზად არიან. ამიტომ მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს არაბ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო