ავსტრალიაში, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა - გამოძიებას კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა