გიგა ლემონჯავა - ეს არის „მშვიდობა ქოცურად“, როდესაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებ სისტემურ წამებას, ქიმიურ იარაღს და სამაგიეროდ, ფოტოში პოზირებ ვლადიმერ პუტინთან

ეს არის „მშვიდობა ქოცურად“, როდესაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებ სისტემურ წამებას, ქიმიურ იარაღს და სამაგიეროდ, ფოტოში პოზირებ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთავარ მტერთან - ვლადიმერ პუტინთან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა განაცხადა, რითაც თურქმენეთში გამართულ ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლობას აშხაბადის მშვიდობის ფორუმზე არაფერი ესაქმება, რადგან საქართველოს ბედი წყდება თბილისში.

როგორც ლემონჯავამ აღნიშნა, საქართველოში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების ერთადერთი გზა არის ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.

„ეს არის „ქოცური მშვიდობა“, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებისგან იზოლაციაში, ტოვებენ მარტო, ერთი ერთზე რუსეთთან, რაც ავტომატურად უდრის ჩვენს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის გაუქმებას. საქართველოს წარმომადგენლობას აშხაბადის მშვიდობის ფორუმზე არაფერი ესაქმება, რადგან საქართველოს ბედი წყდება თბილისში და საქართველოში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების ერთადერთი გზა არის ევროკავშირში და ნატო-ში ამ ქვეყნის გაწევრიანება. პატრიოტი, რაციონალური ხელისუფლება აშხაბადში კი არა ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში და ლონდონში უნდა დადიოდეს - იქ, სადაც მართლა ფიქრობენ საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს ესწრებოდა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად