მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ბერლინში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომუნიკაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან - და ასევე ევროპელ მეგობრებთან.

დღეს კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღე იქნება.

„დღეს ბერლინში უკრაინულ-ამერიკულ დღეა. რა თქმა უნდა, მე კანცლერ მერცს ცალკე შევხვდები და ალბათ, დღეს საღამოს მას ჩვენს ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ერთადაც შევხვდები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, უკვე ბერლინში ჩავიდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!