მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელოთ: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით, ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს

საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელოთ: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით და ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ასევე კითხვას, „რა განსხვავებაა საქართველოსა და ბელარუსს შორის მაშინ როდესაც „პოლიტიკური პატიმრების“ საკითხი ორივე ქვეყნის შემთხვევაში საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში დგას“.

მისი თქმით, ორ ქვეყანას ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელოთ: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით და ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს. პოლიტიკურად როგორ არ არის განსხვავება - ის საპრეზიდენტო ქვეყანაა, ჩვენ საპარლამენტო. ბევრი რაღაც არის განსხვავებული. თქვენ დავალების მომცემი ძალების კითხვებს სვამთ... თქვენ თავად გაავლეთ პარალელი, რომ ჩვენ ბელარუსი ვართ - ეს არ გითქვამთ, მაგრამ მიმანიშნეთ, რომ იგივე მდგომარეობაა, რაც ბელარუსში, იქ აიძულეს ან მოლაპარაკება მოხდა, რომ პატიმრები გაათავისუფლაო. მე არ ვთვლი რომ ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ“, - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა