ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილები იპოვეს

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

რაინერთან დაახლოებულმა წყარომ NBC News-ს განუცხადა, რომ რეჟისორი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრის დაკითხვას ახორციელებენ. ამასთან, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა, მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ისინი აშკარა მკვლელობის ფაქტს იძიებენ.

რობ რაინერი ცნობილი ფილმების რეჟისორია, მათ შორის ფილმების „პატარძალი პრინცესა“, „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „რამდენიმე კარგი კაცი“. ასევე მას, როგორც მსახიობს, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: „უძინარნი სიეტლში“ და „უოლ-სტრიტის მგელი“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა