საკოლექციო საახალწლო დეკორაციები და სათამაშოები პრემიუმ ბრენდ Goodwill-ისგან

თუ ახალი წელი თქვენთვის ჯადოსნური დღესასწაულია, მაშინ ნაძვის ხის მორთვაც განსაკუთრებული სიამოვნება იქნება. ყოველწლიურად ნაძვის ხის მორთვის ახალი ტენდენციები ჩნდება, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც უცვლელად მოდური და ლამაზია. ეს გახლავთ Goodwill-ის სათამაშოები და დეკორაციები, რომელთა შეძენაც საქართველოში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

Goodwill გახლავთ ბრენდი, რომელიც მომხმარებელს თითქმის 40 წელია პრემიუმ კლასის საკოლექციო სადღესასწაულო დეკორაციებს სთავაზობს. ბრენდის მთავარი შოურუმი ბელგიაში მდებარეობს, პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი ევროპის არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მისი ისტორიას მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ევროპულ ბაზარზე ექსკლუზიურ, ესთეტიკურ, პრემიუმ დეკორაციაზე მოთხოვნა გაჩნდა და სწრაფად გაიზარდა. Goodwill მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი სეზონური დეკორაციების მწარმოებელი. მისი თითოეული სათამაშო თუ აქსესუარი წლიდან წლამდე აქტუალურობასა და მოდურობას არ კარგავს.

გალერეა „ბიბლუსის“ ნაძვის ხე Goodwill-ის ნაძვის ხის სათამაშოებით, მოდის ექსპერტმა, დალი ჩიტალაძემ მორთო: - „გუდვილის სათამაშოები მართლა უნიკალურია. თითოეული ნივთი არის საკოლექციო ნიმუში. ყველაფერი ერთ სივრცეში - „ბიბლუსში“ დაგხვდებათ, სადაც 50%-იანი ფასდაკლებით ნაძვის ხესაც შეიძენთ, რომელსაც სახლში უფასოდ მოგიტანენ და საჩუქრად განათებასაც მიიღებთ“.

აღსანიშნავია, რომ Goodwill-ის ნაძვის ხის სათამაშოების კოლექციის განახლება ყოველწლიურად არ მოგიწევთ, რადგან ისინი მოდურობასა და ბრწყინვალებას არ კარგავენ. უნიკალური დიზაინი და ხელნაკეთი დეტალები - სწორედ ეს ორი კრიტერიუმი ხდის ბრენდს გამორჩეულსა და ყველასთვის საყვარელს.

ბრენდის თითოეული პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით გამოდის, რაც მას კიდევ უფრო მეტ ექსკლუზიურობას და საკოლექციო ღირებულებას სძენს. სწორედ ამიტომ არის Goodwill ასე დაფასებული დიზაინერებისა და მოდის ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ. მის დეკორაციებს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გამოფენასა და დიზაინერულ მაღაზიაში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის