შს მინისტრის მოადგილე - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რკინიგზის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს

ტვირთებს და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ეფექტურობით დაცვა, შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რკინიგზის დაცვა არა კერძო დაცვის კომპანიებმა, არამედ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონის დღევანდელ მოქმედ ჩანაწერში მითითებულია, რომ ამ ფუნქციას სატრანსპორტო პოლიცია ახორციელებს, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ საკითხი კანონის დონეზე დარეგულირდეს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭოს.

"საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ტვირთებს და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ეფექტურობით დაცვა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არა კერძო დაცვის კომპანიების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს დაცვა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ტვირთების, სარკინიგზო ობიექტების და იმ ინფრასტრუქტურის დაცვა, რაც რკინიგზას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის დღევანდელ მოქმედ ჩანაწერში არის მითითებული, რომ ამ ფუნქციას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიცია აღარ არსებობს. შესაბამისად, დადგა საჭიროება იმისა, რომ კანონის დონეზე დარეგულირდეს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭოს აღნიშნული უფლებამოსილება. ასევე, ამ პაკეტში არის დამატებით "პოლიციის შესახებ კანონში" ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების დაცვაც შესაძლებელია განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ობიექტების ნუსხას დაადგენს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა დარახველიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე