ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ქმედებების, უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევების გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 2 ორგანიზაციას დაუწესდა.

სანქციების სიაში კრემლის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მომუშავე საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები მოხვდნენ, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ.

ასევე, ევროკავშირმა სანქციების სიაში ის პირები შეიყვანა, რომლებიც ანტი-უკრაინულ და ნატო-ს საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებენ. სანქცირებულ პირთა შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყოფილი სამხედროები და პოლიციელები არიან.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, ჟაკ ბოდი, რომელიც „პრორუსულ პროპაგანდასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს“. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა ფრანგ ბიზნესმენსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერს, ქსავიე მოროს.

ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ამერიკელ ჯონ დუგანს, რომელიც ფლორიდის შერიფის ყოფილი მოადგილეა. დუგანი 2016 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და მას „ბრალად ედება კრემლის სასარგებლოდ ციფრული ოპერაციების წარმოება, ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებგვერდების მუშაობაში მონაწილეობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ცრუ ისტორიების გავრცელება“.

დღეს, ევროკავშირმა სანქციების სია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგაც გააფართოვა. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდაჭერის გამო სანქციები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას დაუწესდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე