გერმანიამ უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

გერმანიამ 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობა უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი პროექტების, ბაზრების ინტეგრაციისა და ფედერალური საინვესტიციო გარანტიების მეშვეობით გეგმავს.

„უკრაინის ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვისთვის და მომავალი რუსული აგრესიის შეკავების მიზნით უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გეგმის თანახმად, გერმანია და უკრაინა თავდაცვის სფეროში კვლევებისა და ერთობლივი წარმოების მიზნით უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

ასევე, გეგმაში აღნიშნულია, რომ გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები მაღალი დონის კონსულტაციებს რეგულარულად გამართავენ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე