რუსტემ უმეროვი - ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო - რეალური პროგრესი იქნა მიღწეული

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო - რეალური პროგრესი იქნა მიღწეული , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს“, - წერს უმეროვი X-ზე.

მისი თქმით, „ახლა მედიაში ბევრი ანონიმური სპეკულაცია ვრცელდება“.

„ჭორებსა და პროვოკაციებს ნუ დაუჯერებთ. სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში დაეხმაროს. უკრაინული გუნდი პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლიერია“, - აცხადებს უმეროვი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს