ლელა ჯეჯელავა - “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროპული კი არა, ვერ ვხედავ, რომ მომავალი გვაქვს, როგორც სახელმწიფოს

საქართველოს ევროპული მომავალი ნამდვილად აქვს, რასაკვირველია, მაგრამ მე ვერ ვიქნებოდი ასეთ ნეტარ მდგომარეობაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ვერ ვხედავ, რომ ეს ევროპული მომავალი გვაქვს. ევროპული კი არა, მე ვერ ვხედავ, რომ მომავალი გვაქვს, როგორც სახელმწიფოს , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.

ჯეჯელავას შეფასებით, საზოგადოების პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ მდგომარეობის მიზეზი. ჯეჯელავას თქმით, ივანიშვილი არის საზოგადოების ასეთი მდგომარეობის შედეგი.

“ევროპული მომავალი ხომ ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ როგორც სახელმწიფოს, მომავალი გვქონდეს და არა იმიტომ მხოლოდ, რომ ევროპული კეთილდღეობა მოგვწონს. არა, ჩვენთვის სწორედ ევროპული მომავალი ნიშნავდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს.

მე როგორც ვხვდები, ჩვენი პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე “ქართული ოცნების” ხელისუფლება” იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მიზეზი იმ მდგომარეობისა, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ის არის შედეგი და როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაქვს გასააზრებელი, რამ მიგვიყვანა და რეალურად, რა არის მიზეზი იმისა, რამაც ჩვენ ევროპისკენ ასეთი სწრაფვის შემდეგ, ასეთი მიზანმიმართული სვლის შემდეგ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მე მოვისმენდი საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ იმ დისკურსს, რომელიც ახლა მესმის - მასონების, “დიპ სტეიტის”, რაღაც “ბლექ როქის”, კორპორაციული მმართველობის და ა.შ. ეს ჩემთვის უცხო კი არ არის, ეს მეც წამიკითხავს, ვიცი ეს ლიტერატურა, სადაც ამის შესახებ არის საუბარი, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ ტიპის ინფორმაციის გაფილტვრა არ შეუძლიათ და აქედან სწორი დასკვნების გაკეთება არ შეუძლიათ. ან სელექცია მოხდა ასეთი, ამ ნიშნის მიხედვით, რომ ამ ტიპის ადამიანები აღმოჩენილიყვნენ იქ, რომლებსაც შეეძლოთ სრული სერიოზულობით ესაუბრათ იმაზე, რაც მე დღეს მესმის.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად გვაქვს საქმე და უშველის კი ჩვენს პრობლემას თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლა? რა ვუყოთ იმ საზოგადოებას, რომელსაც ამ ტიპის რიტორიკაზე მოთხოვნა აქვს?” - აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს