შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს. რიგგარეშე სხდომა 16 და 17 დეკემბერს გაიმართება.

რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნასთან ერთად, მიხეილ ყაველაშვილს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაც გადაეგზავნება.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რამდენიმე დაჩქარებული წესით წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას დაამტკიცებს. 19 დეკემბერს კი, საშემოდგომო სესია დაიხურება. სესიის დახურვა ბიუროს სხდომის ფორმატში იგეგმება

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება