არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებაზე - არაფერში შემიშლის ხელს, უბრალოდ, შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან

[საპატრიარქოს] გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან , - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკლესია და ქვეყანა კვდება და სასულიერო პირები დუმილს ინარჩუნებენ.

„მეც გაოგნებული ვარ, არა იმიტომ, რომ ეს მოულოდნელი იყო. უბრალოდ, კომისიის გარეშე რატომ გადაწყვიტეს, ჩემთვის ამოუხსნელია, მაგრამ არა - მოულოდნელი. ამათი შეცდომა არ არის ეს, ამათი უტიფრობა ზღვარს გაცდენილია, უკვე გაწითლებულია მათი მდგომარეობა... მე ვფიქრობ, რომ ესენი, კერძოდ მოსაყდრე შიო [მუჯირი], [ანდრია] ჯაღმაიძე და [მიქაელ] ბოტკოველი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თუ არ ჩამოშორდებიან, ეკლესია ჩამოიქცევა. მე ერთი ვიყავი აქ, ეკლესიაში, ვინც მედგრად ვეწინააღმდეგებოდი და ვამბობდი ჭეშმარიტ სიტყვას რუსების წინააღმდეგ. მე ამას მაინც გავაგრძელებ, ოღონდ უკვე არა როგორც მღვდელმსახური, არამედ როგორც ერთი მოქალაქე, მაგრამ ეკლესიაში სრული მდუმარებაა.

ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება და მღვდელი დუმს. ყველა ვინც დუმს, დამნაშავეა და ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს.

ეს გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან, მაგრამ ციხე ჩემთვის თავისუფლებაა. მართალი კაცი ციხეში, ეს არის თავისუფალი კაცი საპყრობილეში და ბოროტი კაცი პარლამენტში, ეს არის ციხეში ყოფნა. ვინც მთავრობაშია, ისინი არიან ჯოჯოხეთურ ციხეში, ისინი არიან ბოროტისგან შეპყრობილები, ხოლო მე თავისუფალი ვარ და ციხეშიც თავისუფალი ვიქნები“, - განუცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო