ბერლინში აშშ-ის დელეგაციას, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში აშშ-ის დელეგაციას, უკრაინის პრეზდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობენ: ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის მრჩევლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

მანამდე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლოა, ლიდერებთან შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სატელეფონო ფორმატში შეუერთდეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა