შალვა პაპუაშვილი BBC-ზე - იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს - მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ.

„იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების. ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია, ჩვენ გამოვიყენებთ.

დასტურდება უკვე, ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება. მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მიეცეს“.

„საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მივცეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახლა მცდელობა აქვთ, რომ „ხელოვნურ სუნთქვაზე“ ამყოფონ ეს თემა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ საძაგელ დეზინფორმაციას საპარლამენტო ტრიბუნა ჰქონდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები