შალვა პაპუაშვილი კითხვაზე: ჩამორთმეული მართვის მოწმობების მძღოლებისთვის უკან დაბრუნება და ამ მიმართულებით ამნისტიის გამოცხადება, ხომ არ უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას? - არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის

არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობების მძღოლებისთვის უკან დაბრუნება და ამ მიმართულებით ამნისტიის გამოცხადება, ხომ არ უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას.

პაპუაშვილმა განმარტა, თუ რა არის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი.

„მათ შორის, მიზანია, გარკვეული შემსუბუქება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს. თუ არ ვცდები, 20 000-მდე ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს ამნისტია. პარლამენტმა უპასუხა პრემიერის ინიციატივას და ეს კანონპროექტი დაინიცირდა, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეების ნაწილისთვის მართვის მოწმობა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მართვის მოწმობა მხოლოდ პირადი გადაადგილებისთვის საჭიროებას არ წარმოადგენდა, ზოგისთვის ის შემოსავლის წყარო იყო. ასე რომ, თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, ეს 20 000-მდე ადამიანს შეეხება. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შემსუბუქება იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული ჰუმანური აქტი ხომ არ უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებისთვის მზადებას, პაპუაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის. ამნისტია ყოველთვის ეხება მათ, ვინც რაღაც დააშავა. ამნისტია ჰუმანური აქტია... როცა სხვადასხვა სახის სანქციაა, ის პირველივე დღეებიდან გარკვეულ ეფექტს ახდენს, მათ შორის, როცა გარკვეული პერიოდი გასულია. ეს პარლამენტის დისკრეციაა, რომ არამხოლოდ ასეთ, არამედ სხვადასხვა დანაშაულების შემთხვევაში ამნისტია გამოცხადდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შემსუბუქება მოხდეს. ჩვენი მიზანი ხომ არ არის მოქალაქეების ბოლომდე დასჯა და რაღაცნაირად მათი გაწვალება, სასჯელი იყო, მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით, მათ თავიანთ ცხოვრებაში გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!