ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება

ვფიქრობ, რომ თბილისის მოედნებზე ევროკავშირის დროშების სცენები ჩვენთან დარჩება. ეს იყო ძლიერი გზავნილი იმ ხალხისა, რომელსაც ევროპის გულში ყოფნა სურს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება იმართება.

„ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვმართეს და გვითხრეს: „გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ“. ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდში დგომას განაგრძობს და ეს არის გზავნილი, რომლითაც ის ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება.

„ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა“, - აღნიშნა მეცოლამ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის