ლევან მახაშვილი - საქართველოს ყველა ხელისუფლების ინტერესი წესით და რიგით უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ მიზნით, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა - სხვა მიზანი ამ ნორმალიზებას, ბუნებრივია, არ ექნება

საქართველოს ყველა ხელისუფლების ინტერესი წესით და რიგით უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ მიზნით, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - სხვა მიზანი ამ ნორმალიზებას, ბუნებრივია, არ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მიხაილ კალუგინის განცხადებას, რომ „მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული".

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას საფუძვლად უნდა დაედოს.

„საქართველოს ყველა ხელისუფლების ინტერესი წესით და რიგით უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ მიზნით, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს უნდა იყოს და არის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ურთიერთობის ნორმალიზების. სხვა მიზანი ამ ნორმალიზებას, ბუნებრივია, არ ექნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც უნდა დაედოს საფუძვლად ურთიერთობის ნორმალიზებას.

აქ არ არის მაინცდამაინც აუცილებელი მოსკოვში პასუხების ძიება. არა თუ მოსკოვი, ბოლო რამდენიმე წელიწადია პირდაპირ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ამ პრაგმატული პოლიტიკის პრინციპი არის რამდენიმე - სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები, იმ მეზობლებთან, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობები, ხოლო რუსეთთან, რომელიც დღემდე აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, მშვიდობიანი პოლიტიკა, რაციონალური პოლიტიკა იმ მიზნით, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ძალიან მარტივია ამაზე საუბარი. არაფერი დასამალი ამ პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს. არა თუ დასამალი, პირიქით, წლებია, ამას ხმამაღლა, შიგნითაც და გარეთაც ვამბობთ. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიზნისკენ ჩვენ, რა თქმა უნდა, სადაც ამის საჭიროება იქნება, მზად ვართ რაციონალური, საღი ნაბიჯების გადადგმისთვის," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მიხაილ კალუგინის განცხადებას, რომ "მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება".

მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის