თეონა აქუბარდია - რუსეთი აქებს რეჟიმს, რადგან ეკონომიკურ შედეგებს იღებს აქედან, ომის ფონზე მდიდრდება

კობახიძე ჩავიდა პუტინთან ერთად თურქმენეთში და იქიდან დასავლეთი ლანძღა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა, რითაც პრემიერის თურქმენეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ვიზიტისას ვერ გაბედა პუტინის თანდასწრებით ოკუპაციაზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ვერაფერი უთხრა პუტინს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით და ვერც ის გაბედა, რომ ეთქვა, რუსეთისგან ოკუპირებულია ჩემი ტერიტორიებიო და სახელები დაესახელებინა. არაფერი წამოვიღეთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რადგან თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“.

აქუბარდიას თქმით, აღნიშნული განცხადება რუსეთის მიერ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე გამოხმაურებაა.

„შემხვედრი ნაბიჯები იყო გადადგმული იმ ცუდი გამოხმაურების ფონზე, რაც ჰქონდა ირაკლი კობახიძეს თურქმენეთში ვიზიტისას. მიხაილ კალუგინის განცხადებაში ძალიან საინტერესო არის ის, რომ რუსეთი ღიად საუბრობს, აქებს რეჟიმს იმიტომ, რომ ეკონომიკურ შედეგებს იღებს აქედან. რუსეთი საქართველოს აქებს და მდიდრდება ამ ომის ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ, რა არის რუსეთის ინტერესი და რა არის საქართველოს ინტერესი. ჩვენი ეროვნული ინტერესია ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც რუსეთისგანაა მორღვეული, მაგრამ ანექსიის პროცესი მიდის. მაგალითად გახმაურდა ამბავი, რომ აფხაზეთის მკვიდრებს რუსული პასპორტებით გაიწვევენ ე.წ. სპეცოპერაციაზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად