პრემიერი - რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ - უკრაინა - დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა დასძენს, რომ „უნდა დაველოდოთ“ მოვლენების განვითარებას „მშვიდად და მოთმინებით“.

„ნატო-ს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა. ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ. ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ არის სიახლე, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. აქ აისახა ის, რაზეც ორი-სამი წელია მიმდინარეობს საუბრები. ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში