დონალდ ტრამპმა სანქცირებული ნავთობტანკერების ვენესუელაში შესვლა-გამოსვლაზე სრული ბლოკადის დაწესების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს მთავრობა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

„ვენესუელა მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ ამერიკის ისტორიაში შეკრებილი უდიდესი არმადით. ის მხოლოდ გაიზრდება და მათთვის შოკი ისეთი იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ - სანამ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ ყველა იმ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე ჩვენგან მოიპარეს. მადუროს უკანონო რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის. ჩვენი აქტივების ქურდობისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამიტომ, დღეს მე ვბრძანებ ვენესუელაში შემავალი და ვენესუელადან გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრულ და სრულ ბლოკადას“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-მ სანქციები დაუწესა კიდევ ექვს ხომალდს, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ. სანქციები ასევე დაუწესდათ პრეზიდენტ მადუროს და მის რამდენიმე ნათესავს. ერთი დღით ადრე აშშ-მ განაცხადა, რომ ვენესუელას სანაპიროსთან ტანკერი დააკავა. თეთრმა სახლის განმარტებით, ტანკერი, სახელწოდებით Skipper-ი, ნავთობის უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა და რომ მას ამერიკულ პორტში გადაიყვანდნენ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო