ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს 59 ბრალდება წაუყენეს

ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიდნეის ბონდის სანაპიროზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს, 24 წლის ნავიდ აკრამს 59 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის მკვლელობის 15 და ერთი ტერორიზმის ბრალდება.

ნავიდ აკრამი თავდასხმის დროს პოლიციელებმა მძიმედ დაჭრეს და კომიდან დღეს ღამით გამოვიდა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი, ნავიდ აკრამის მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი პოლიციელებთან დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

„მამაკაცმა რელიგიური მიზნითა და საზოგადოებაში შიშის გავრცელების მიზნით ჩაიდინა ისეთი ქმედება, რამაც სიკვდილი და სერიოზული დაზიანებები გამოიწვია. პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ ეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმა იყო“, - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიების დროს თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს