ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპული საბჭოს სამიტზე, ევროკავშირმა უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ არჩევანი უნდა გააკეთოს - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები დაახლოებით 137 მილიარდ ევროს შეადგენს

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სამიტზე უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს განსახილველი ვარიანტი აღარ არის, ეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ვიცით, რა საფრთხეების წინაშეც ვართ და ევროპის თავდაცვისთვის უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ არსებობს. მომდევნო რამდენიმე დღე ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, 18-19 დეკემბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირმა უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ „არჩევანი უნდა გააკეთოს“.

„უნდა გადავწყვიტოთ, როგორ დავაფინანსებთ უკრაინის ბრძოლას. ჩვენი მონაცემებით, 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები დაახლოებით 137 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპამ ⅔ უნდა დაფაროს, რაც 90 მილიარდი ევროა. საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის. საქმე ეხება უკრაინის უნარს, რომ ნამდვილ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიოს. მშვიდობას, რომელიც დაიცავს, როგორც უკრაინას, ისე ევროპას. მე ორი ვარიანტი წამოვაყენე: პირველი გადაწყვეტა აქტივებს ეფუძნება, ხოლო მეორე ევროკავშირის მიერ სესხის აღებას. უნდა გადავწყვიტოთ, რომელ გზას ავირჩევთ. ნათელია, რომ უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების მიზნით გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სამიტზე უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ