კახა კალაძე - ევროპული ბიუროკრატია გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგულია - თუ შეიძლება სადღაც ფსკერზე დახვიდე, იქ არის ევროპული ბიუროკრატია

როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს და თავდასხმებს, აბა როგორ გგონიათ, ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვესაუბროთ? - ევროპული ბიუროკრატია განადგურებულია, გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგული, თუ შეიძლება სადღაც ფსკერზე დახვიდე, იქ არის ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე.

„რა განცხადებები უნდა შეწყვიტოს [საქართველომ]?! დღეს საქართველოს ხელისუფლებადა ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს და თავდასხმებს, აბა როგორ გგონიათ, ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვესაუბროთ?

ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. თუ ასეთი მართლები არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, როდის გახდა გამჭვირვალობა ცუდი. ყოველთვის გვეუბნებოდნენ რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობოებში მიდიოდა, გვეუბნებოდნენ რომ თითქოს კეთილ საქმეებს ხმარდებოდა, რეალურად დაპირისპირებაში მიდიოდა თანხა.

როდესაც ამის აღკვეთა დავიწყეთ და ვამბობთ რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, თურმე ამის შემდეგ ყოფილა გამჭვირვალობა ცუდი, თურმე როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობაზე ისაუბროს. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღეს ვხედავთ ევროპული ბიუროკრატია რა მდგომარეობაშია, განადგურებულია, გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგული, თუ კი შეიძლება სადღაც ფსკერზე დახვიდე, იქ არის ევროპული ბიუროკრატია“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საბჭოს მოწოდება რუსეთთან მიმართებაში გარკვეული სანქციების დაწესების შესახებ, წარმოუდგენელია, რადგან ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს თავად აქვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დამყარებული.

„ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? თავად აქვთ რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა. კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ რომ მოგვიწოდებენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო. გადახედეთ ბოლო წლების სტატისტიკას - რა ეკონომიკური ბრუნვა აქვთ რუსეთთან მიმართებაში. სულელები ხომ არ ვართ? თურმე ჩვენ თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ამით რუსეთის ეკონომიკას დავანგრევთ. ეს ხომ წარმოუდგენელი სისულელეა. ამით დავანგრევთ საკუთარ ქვეყანას ეკონომიკას, დავაზიანებთ ქართველ, მშრომელ ხალხს. რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამ დროს თავად დღესაც აგრძელებენ ვაჭრობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

ამასთან, საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა