დაზარალებული ბექა გოცირიძე მოსამართლეს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეზე - თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება - მეც მოვიქნიე ხელი, მეც ვჩხუბობდი

თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება, - ამის შესახებ დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ დაკავებულ თორნიკე თოშხუასთან და მინდია შერვაშიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

დაზარალებული ბექა გოცირიძე სასამართლოში დღეს დაიკითხა.

მან დეტალურად გაიხსენა 2024 წლის 31 ივლისს მომხდარი ფაქტი. როგორც ის განმარტავს, რუსთაველზე ფეხით მიდიოდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა კონკრეტულ პირებთან.

„ერთ-ერთმა, ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა, მითხრა, რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი... ტელეფონი მეკავა ხელში... ყველა იმ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო...დამესივნენ...მოგვივიდა ჩხუბი... არაფერი რა... მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა", - განაცხადა გოცირიძემ.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის კითხვაზე, განცდილი ტკივილი იყო თუ არა ძლიერი, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

"არა, ეგეთი არ ყოფილა... ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე...მეც ვჩხუბობდი", - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, პრეტენზია თუ აქვს ბრალდებულების მიმართ, ან სურს თუ არა მათი პატიმრობა, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, კითხვაზე, თუკი, ისინი გარეთ იქნებიან, შიშის განცდა ექნება თუ არა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ - არა.

დაზარალებულის ჩვენების შემდეგ, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა.

საბოლოოდ, მოსამართლე ელენე გოგუაძემ ორივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ გახდებოდა, მან ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის