პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობა იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, პროცესუუნარო გახდა და მკურნალობას საჭიროებს

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, პროცესუუნარო გახდა და მკურნალობას საჭიროებს. კანონში „პროცესუუნარო პირის“ ცნება შემოდის.

არსებული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებებით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ახალი ტერმინი „პროცესუუნარო“ ემატება. პროექტის თანახმად, პროცესუუნარო პირი არის ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ შესწევს უნარი ისეთი საპროცესო მოქმედება შეასრულოს, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ პროცესუუნარო გახდება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. 3 თვის გასვლის შემდეგ კი, პროცესი გაგრძელდება.

სასამართლო გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად გამოიტანს.

ამავე პროექტით, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა - აღნიშნული ვადა შეჩერდება.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, კანონპროექტი საკანონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც კანონის არსებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში