ანონსი 18 დეკემბერი

ანონსი 18 დეკემბერი

18 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 დეკემბერს, 12:00 საათზე, კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე დაკავებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.