ევროკომისარი - საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატურ თავდასხმას ვხედავთ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისი კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ იყო აღნიშნული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც ხელისუფლების ანტი-ევროკავშირის რიტორიკა, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება - ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაფართოების ანგარიში აღიქვას, როგორც შესაძლებლობა, რათა შეცვალოს კურსი, ნდობა აღადგინოს და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი მათ ხელშია“, - განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.

მისი თქმით, „საქართველო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებს წარმოადგენს“.

„უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს