ევროპარლამენტარი - რასაც საქართველოში ვხედავთ, კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა - აქ ვდგავარ, რათა ქართველ ხალხს ვუთხრა - თქვენთან ვართ მანამ, ვიდრე ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით

რასაც საქართველოში ვხედავთ, კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას, - ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა განაცხადა.

„როდესაც აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ, ვფიქრობ მომენტზე როდესაც საქართველოში სასამართლოში ვიყავი - ხალხი შუშის გალიაში ისხდა და ჟურნალისტები თვალს ადევნებდნენ პროცესს. ამას საქართველოში ყველა ამ ადამიანისთვის ვაკეთებ, ვისი გაგონებაც ახლა არ შეგვიძლია, ვისი გაგონებაც არ შეგვიძლია ვინაიდან ისინი ჩაახშეს, დააპატიმრეს.

რასაც საქართველოში ვხედავთ კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას. რა ხდება რეჟიმში, როდესაც ვკარგავთ დემოკრატიულ ძალებს და ძალაუფლებაში პრო-რუსული ძალები მოდის. რა ხდება, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ.

მზიას [ამაღლობელი] ოჯახსა და მეგობრებს ვესაუბრე, და ერთი რამ არის უფრო ცხადი, ვიდრე ოდესმე - ისინი არასდროს დანებდებიან. ეს ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და ყვირის, მათ ვერ გააჩუმებ. და ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც არაფერი, მაგრამ ეს ხალხი იმ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ მამაცი ხალხის მიმართ, და ნამდვილად წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს.

აქ ვდგავარ, რათა ქართველ ხალხს ვუთხრა - თქვენთან ვართ მანამ, სანამ ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით,” - განაცხადა შილინგმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს