ევროპარლამენტარი - საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობთ - მათ არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, როცა ისინი ცდილობენ კონსტიტუციური წესრიგი დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ დესტაბილიზაციის მცდელობებს

თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედია ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნული თავდასხმები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების, სასამართლოსა და ასევე ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული სუვერენული არჩევანის ლეგიტიმურობას. ეს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას წარმოადგენს. მათ შეშფოთებას კი ევროპარლამენტი ავრცელებს“, - განაცხადა მარიანიმ.

მისი თქმით, ბრიუსელი „საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობს“.

„თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან. საბოლოოდ, თუ თქვენ გსურთ, იპოვოთ ისინი, ვინც დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ, მაშინ დამნაშავეები ბრიუსელში უნდა მოძებნოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა