ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ. ბლოკის ინფორმაციით, ლიდერები ისაუბრენენ უკრაინაზე, მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, გაფართოებაზე და ევროკავშირში არსებულ გეოეკონომიკურ სიტუაციაზე.

დღის წესრიგში ასევე შედის ახლო აღმოსავლეთის, ევროპის თავდაცვისა და მიგრაციის საკითხები.

ლიდერები განიხილავენ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და საკითხებს, რომლებიც ევროკავშირისგან სასწრაფო ქმედებას მოითხოვს. შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიების მიცემაზე და ქვეყანაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევაზე.

ამ კონტექსტში, ლიდერები შეაფასებენ, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის მოლაპარაკების პოზიცია, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელონ ევროპის ინტერესების დაცვა.

ბლოკის გაფართოების საკითხზე მსჯელობისას, ევროკავშირის ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

„რეფორმების პროცესებს ღრმა ტრანსფორმაციული გავლენა აქვს კანდიდატ ქვეყნებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ კონტექსტში და ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე