ნიკოლას მადურო - აშშ-ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა

აშშ-ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილებაა, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

ნიკოლას მადურო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ვენესუელამ აშშ-ის „ნავთობი, მიწა და სხვა აქტივები“ მოიპარა.

„ეს უბრალოდ მილიტარისტული და კოლონიალისტური მოგონილი მიზეზია. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს და ახლა სიმართლეს ყველა ხედავს. სიმართლე გამოაშკარავდა. მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა, რომელიც 47 საათსაც კი ვერ გაძლებს და მათ კონსტიტუციას, სუვერენიტეტსა და სიმდიდრეს გადასცემს და ვენესუელას კოლონიად აქცევს. ეს არასდროს მოხდება“, - განაცხადა მადურომ.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ვენესუელამ აშშ-ს „ენერგორესურსებზე უფლებები“ უკანონოდ წაართვა.

„უკან ვიბრუნებთ მიწას, ნავთობზე უფლებებს და ყველაფერს, რაც გვქონდა. მათ ეს ყველაფერი წაგვართვეს, რადგან პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ამას ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენ ამის დაბრუნება გვსურს. როგორც იცით, იქ ბევრი ნავთობი გვქონდა და მათ ჩვენი კომპანიები გააძევეს. ჩვენ მათი დაბრუნება გვსურს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს