სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირისგან ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს

მნიშვნელოვანია, ევროკავშირისგან ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფას ეხებოდა.

„ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ დღეს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით სულ უფრო დამძიმებული ვითარების გამო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფის თაობაზე გაისმა, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის