გიტანას ნაუსედა - სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება

სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებასთან თანხვედრაში არ არის. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეწუხებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიეტუვისგან შორს არის, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს, ისტორიული და ტრადიციული კავშირები გვაქვს. ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წესები დაცული უნდა იყოს, ვფიქრობ, იქამდე სიტუაცია რთული იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის