დიმიტრი პესკოვი - ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით

ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკელ კოლეგებთან გარკვეულ კონტაქტებს ნამდვილად ვამზადებთ, რათა ამერიკელების მიერ ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შაბათ -კვირას მაიამიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართება.

გამოცემის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება, ხოლო ამერიკულ მხარეს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა