ნიკა ჩერქეზიშვილი - სახელმწიფოში, სადაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი იღებენ 16 000 ლარს ხელფასის სახით, რიგითი მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმად 255 ლარი განისაზღვრა, არის ცინიზმი

„ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი "ცინიზმად" აფასებს დადგენილ საარსებო მინიმუმს, რომელიც 255 ლარს შეადგენს.

კერძოდ, ჩერქეზიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი იღებენ 16 000 ლარს ხელფასის სახით, რიგითი მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმად 255 ლარი განისაზღვრა, არის ცინიზმი, რითაც ხალხს ეუბნებიან, რომ თანამდებობის პირების ცხოვრება თვეში სამოცდაათჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე რიგითი მოქალაქის?

„საქსტატმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 255 ლარია.

ეს არის თანხა, რომლითაც, ხელისუფლების აზრით, მოქალაქე ჯანსაღად უნდა იკვებოს და ადამიანური ღირსება შეინარჩუნოს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ რიცხვებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მორალურ სახეზე.

სახელმწიფოში, სადაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი იღებენ 16 000 ლარს ხელფასის სახით, რიგითი მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმად 255 ლარი განისაზღვრა.

ეს არ არის უბრალოდ დისბალანსი.

ეს არის ცინიზმი ინსტიტუციურ დონეზე.

რას გვეუბნებიან ისინი ამით?

რომ მათი ცხოვრება თვეში სამოცდაათჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე რიგითი მოქალაქის?

რომ სახელმწიფო არსებობს მათთვის და არა ხალხისთვის?

საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ბიუჯეტი ქცეულია პრივილეგირებული ინდივიდებისა და ჯგუფების ბანკომატად.

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს სთავაზობს 255 ლარს ცხოვრებისთვის,

ხოლო საკუთარ თავს - ფუფუნებას,

არის ხელისუფლება, რომელსაც დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია და მორალური ავტორიტეტი”, - წერს ჩერქეზიშვილი "ფეისბუქზე".

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს