Politico - ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდა

ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, 15-საათიანი დისკუსიების შემდეგ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს საკითხის ერთობლივი სესხების საფუძველზე გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გაგზავნას ითვალისწინებს.

გამოცემა წერს, რომ გეგმა არ მოიცავს უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. გერმანია კი, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დაფინანსებას, ამ გეგმას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-27 წლებში 90 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა