გიგა ლემონჯავა - არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს - ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი იმის გამო, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს - ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და საერთოდ გასული მომსახურების ზონიდან, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, მათი კოალიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, რუსთავის ციხიდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას.

ლემონჯავას შეფასებით, ჯაფარიძე ადრე იმიტომ გამოუშვეს, რომ არ არსებულიყო კადრები, როგორ ხვდებიან მას მისი ახლობლები ციხესთან.

„ზურა ჯაფარიძე მოემართება საკუთარი სახლისკენ. სავარაუდოდ, გააკეთებს განცხადებას ადგილზე. ჩვენ მისი მეგობრები და თანამებრძოლები, ველოდებით მის საცხოვრებელ სახლთან. ადრე გამოუშვეს სპეციალურად, რომ კადრები არ არსებულიყო, როგორ ხვდება ხალხი მას, როგორ ხვდებიან მისი მეგობრები, როგორ ტოვებს საპყრობილეს. ეს არის, ერთ მხრივ, ცინიკური ხელისუფლების მხრიდან, მეორე მხრივ, აჩვენებს, როგორ ეშინია ხელისუფლებას ნებისმიერი აქტივობის, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, ჩვენს გამარჯვებასთან, ბრძოლის გაგრძელებასთან. აბსოლუტურად აუხსნელია ის, რაც გააკეთეს. ასეთი შემთხვევა საერთოდ არ მახსენდება, ასე ადრე, დილით, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი იმის გამო, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და საერთოდ გასული მომსახურების ზონიდან, მაგრამ არაუშავს, ეს შეხვედრა შედგება მის საცხოვრებელ სახლთან“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის