ზურაბ ჯაფარიძე - რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ, საშუალებას მოგვცემენ თავისუფლება შევიგრძნოთ, მერე გავჩუმდეთ, გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ - ამას ვერ მიიღებენ

რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ, საშუალებას მოგვცემენ თავისუფლება შევიგრძნოთ, მერე გავჩუმდეთ, გავჩერდეთ, ან ქვეყნიდან წავიდეთ, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ - ამას ვერ მიიღებენ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავს.

„7-თვიანი იზოლაციის მერე, როცა ინფორმაცია მარტო ტელევიზორიდან გაქვს მიღებული, არ მგონია მაინცდამაინც სწორი იყოს, რომ დავდგე და მოვყვე ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე და დაველაპარაკო, რაღაცები მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. ძალიან ბევრი დროც არ დამჭირდება. რამდენიმე დღე დამჭირდება იმისთვის, რომ აზრზე მოვიდე. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო. მერე ვიტყვი რა იქნება ჩემი აზრით სწორი. მინდა ყველა მოვიკითხო, ვინ რუსთავშია, ქალთა ციხეშიც, ჩემთანაც, საბა სხვიტარიძე ცალკეა, ასევე, ცალკე გლდანში, ვინც არის, ყველას მოკითხვა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახის გვერდით ედგა.

რაც შეეხება ახალ ბრალს, არაფერი. ჩემზეც, ელენე ხოშტარიაზეც, ნიკა გვარამიაზეც, გიორგი ვაშაძეზეც, ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახნით გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არსად არ ვაპირებ წასვლას და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, კარგად ვიცნობ. მერე რას იზამენ არ ვიცი. არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ჩემი ამოცანა ისაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა