იულია სვირიდენკო - უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია - ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 2026–2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია ომის პირობებში ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის საჯარო ფინანსების პროგნოზირებადობას, უზრუნველყოფს თავდაცვისა და სახელმწიფოს კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნებას და აძლიერებს ნდობას საერთაშორისო პარტნიორებს შორის“, - წერს უკრაინის პრემიერი.

მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიას ფინანსური ხარჯები ახლავს თან.

„რუსეთის სუვერენული აქტივები მობილიზებული რჩება და რეპარაციების სესხზე მუშაობა გრძელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრემიერი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა