შალვა პაპუაშვილი - ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს

ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრიობისთვის. ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მხარს არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს უჭერს.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, "ეს არის ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება“.

„როცა წითელი არმია შემოვიდა საქართველოში 1921 წელს, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად შემოვიდნენ, ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს არ ემსახურებოდა და ქართველი ხალხი იყო დასახმარებელი. ასე შემოვიდა ხიშტით წითელი არმია საქართველოში, ასე გაგვიუქმა ჩვენ სუვერენიტეტი, ვინაიდან თქვა, რომ არა ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, არამედ მე ვისაც მინდა იმას დავარქმევ ხალხს, ამას ავიღებ საბაბად, შემოვალ და შენს სუვერენიტეტს გავაუქმებ ხიშტით. ჩვენ სუვერენიტეტს ხისტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრიობისთვის. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ის რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. მან შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და მისი ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და ამ მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო.

ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ჰქვია სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“. ეს ხელისუფლება ვისია? - ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა. ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი. კაია კალასის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უფრო პირველი შემთხვევაა. ეს არ არის პირველი, როცა მისგან გვესმის აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი აზრები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ეს არის ზუსტად რასაც თეთრ სახლში ეძახიან -ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას, როდესაც თავქარიანი აქტივიზმით არის ჩანაცვლებული ევროპული დიპლომატია, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი. უკრაინის ომი არ იქნებოდა ევროპას სათანადო პოლიტიკური სიმწიფე რომ გამოეჩინა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. მისივე თქმით, „ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე