შალვა პაპუაშვილი - ინკვიზიციის დროს წვავდნენ ევროპაში და თუ შუა საუკუნეების ევროპის მორალი აქვს ბრიუსელს და შუა საუკუნეების ევროპისკენ მიგვაქანებენ, თქვან - აბა გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი

რის გამოც დიდ გულზე არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანს ცოცხლად წვავდნენ, ისაა, რომ ბრიუსელი ამგვარ ქმედებას ამართლებს - ინკვიზიციის დროს წვავდნენ ევროპაში და თუ შუა საუკუნეების ევროპის მორალი აქვს და შუა საუკუნეების ევროპისკენ მიგვაქანებენ, თქვან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რასთან გვაქვს საქმე, როდესაც 4 ოქტომბერს დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ“.

მისივე თქმით, როცა ევროკავშირის იტყვის, რომ „ადამიანის დაწვა არ არის ევროპული ქცევა, მეორე წამში, აბსოლუტურად ყველა შეცვლის საკუთარ ტონს“.

„ერთადერთი მიზეზი აქვს იმას, რის გამოც დიდ გულზე არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანს ცოცხლად წვავდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის ის, რომ ბრიუსელი ამგვარ ქმედებას ამართლებს. არ მოგვისმენია არცერთი დაგმობა ბრიუსელიდან, მისი ელჩის მხრიდან. ერთი წელი გავიდა, ერთი წინადადება არ მოგვისმენია, სადაც იქნებოდა სიტყვათა თანწყობა, რომ „მიუღებელია, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, ადამიანის დაწვა არ შეიძლება პატრიოტული, ევროპული, სამყაროული, სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო. ინკვიზიციის დროს წვავდნენ ევროპაში და ამართლებდნენ ამას. მგონი, ეს ყველაფერი გადალახა ევროპამ, რომ ახლა კიდევ გაამართლოს „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება და სხვა ადამიანების დაწვა იდეოლოგიური მოსაზრებებით. ის, ვინც სხვა ადამიანის დაწვას ამართლებს იდეოლოგიური მოსაზრებებით, ამით არის ჩარჩენილი შუა საუკუნოვან ინკვიზიციურ მორალში, რაც ასევე, ევროპული მორალია. უბრალოდ, თუ ეს არის პროევროპულობა, გვითხრან. თუ ინკვიზიტორები არიან ისინი და შუა საუკუნეების ევროპის მორალი აქვს და შუა საუკუნეების ევროპისკენ მიგვაქანებენ, მაშინ ესეც უნდა თქვან.

აბა გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი... ამიტომაც არ ამბობს ის, ბრიუსელი, რომ იციან იმ წამში, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არ ჯდება არანაირი პროტესტის გამოხატვის ფორმაში და ეს არ არის ევროპული ქცევა; იმ წამში, როცა იტყვის, რომ ადამიანის დაწვა არ არის ევროპული ქცევა, მეორე წამში, აბსოლუტურად ყველა შეცვლის საკუთარ ტონს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა