4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის პროცესი განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის პროცესი განახლდა.

როგორც პროცესის განახლების შემდეგ ევა შაშიაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულს სიმსივნური დიაგნოზი აქვს.

„ევას აქვს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. ახლა ღვიძლი აწუხებს. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანიდან ის აცხადებს, რომ ღვიძლი აწუხებს და გამოკვლევას ითხოვს, თუმცა პენიტენციური დაწესებულებაში გამაყუჩებელს ასმევენ.

ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ქალბატონის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს“,- განაცხადა მარიამ ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის პროცესი მიმდინარეობისას, ერთ-ერთი დაკავებული ევა შაშიაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადეს და ბრალდებულისთვის ექიმიც გამოიძახეს.

ამ წუთებში პროცესზე კვლავ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს