ვლადიმერ პუტინი კუპიანსკში, ზელენსკის მიერ ჩაწერილ ვიდეოზე - ზელენსკი ნიჭიერი მსახიობია, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ - აბრა ქალაქიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ზღურბლზე რატომ დგახართ? შინ შემოდით

კიევი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა კი, არსებითად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი გარკვეული სიგნალების შესახებ ინფორმირებულია, მათ შორის კიევიდან, რომ უკრაინა მზადაა რაიმე სახის დიალოგში ჩაერთოს.

„იცით, ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და ვიცით გარკვეული სიგნალების შესახებ, მათ შორის კიევის რეჟიმიდან, რომ ისინი მზად არიან რაიმე სახის დიალოგში ჩაერთონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი მზადაა და სურს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დაასრულოს მისი „ძირეული მიზეზების“ მოგვარებით.

„მზად ვართ და გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულოთ იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გასული წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვთქვი და იმ ძირეული მიზეზების მოგვარებით, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსული ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ წინ მიიწევენ, მოწინააღმდეგე კი უკან იხევს.

„ჩვენი ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ მიიწევენ წინ, ზოგ ადგილას უფრო სწრაფად, ზოგ ადგილას - უფრო ნელა, მაგრამ მტერი ყველა მიმართულებით უკან იხევს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, კურსკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის განდევნის შემდეგ ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში გადავიდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჯარებმა მტერი კურსკის მიწიდან განდევნეს, ინიციატივა, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში გადავიდა“, - აღნიშნა პუტინმა.

მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიჭიერი მსახიობი უწოდა, როდესაც კუპიანსკში მისი ვიზიტის დროს ჩაწერილი ვიდეოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ის მსახიობია და თანაც ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ეს მისი წარსულში გადაღებული ფილმებიდან ვიცით“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, აბრა, სადაც ვიდეოა ჩაწერილი, ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

„ აბრა ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზღურბლზე რატომ დგახართ? შინ შემოდით“, - განაცხადა პუტინმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე