ვლადიმერ პუტინი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე - რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ

უკრაინისთვის რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ევროკავშირის ქვეყნების სავალო ვალდებულებების ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ისედაც საბიუჯეტო პრობლემები აქვთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი იდეაა ჩვენი აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ამას ყველა ქვეყნის ბიუჯეტისთვის შედეგები მოაქვს. ის ზრდის ყველა ქვეყნის საბიუჯეტო ვალს,“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ევროკავშირში რუსული აქტივების მოპარვამ, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგები გამოიწვიოს.

„იმიჯის დაკარგვის გარდა, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგებიც იყოს და რაც მთავარია, რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი თავის ინტერესებს, პირველ რიგში, სამართლებრივი გზით დაიცავს.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. სად პირველ რიგში? სასამართლოში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“, - განაცხადა პუტინმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში