თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, აგრძელებენ ლექციების სერიას „AI დ ...“ და მომდევნო შეხვედრა სამართალს დაეთმო. კერძოდ, კი შეხვედრაზე განხილული იყო, ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემები.

შეხვედრას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სპიკერები კი პროფესორი, იურისტი და ტექნოლოგიების სამართლის სპეციალისტი ზვიად გაბისონია და AI პროდუქტის დიზაინერი გუა ტაბიძე იყვნენ. ლექციაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა, თუ როგორ იქმნება ენის მოდელები და სად ჩნდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის რისკები; ვის ეკუთვნის AI-ის მიერ შექმნილი მასალები და ვინაა პასუხისმგებელი მათ არასწორ გამოყენებაზე. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს, AI-ის რეგულირების და სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მომავალი და ქართული სამართლებრივი პრაქტიკა.

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში AI-ის სხვადასხვა სფეროებზე გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. მისი მიზანი კი ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ.

ღია ლექციების ციკლი - „AI და …“ 2026 წელსაც გაგრძელდება და ტრადიციულად, თვეში ერთხელ, პარტნიორი უნივერსიტეტების კამპუსებში გაიმართება.

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას. მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის