მიხეილ ყაველაშვილი - BBC-ის ფილმი, „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ წასვლა და გამოსვლები არის გარედან ინსპირირებული ძალების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველო სუვერენულია

BBC-ის ფილმი და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ წასვლა და გამოსვლები, ეს ყველაფერი არის გარედან ინსპირირებული ძალების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველო სუვერენულია და ვითარდება , - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას საქართველოში.

„განცვიფრებული ვიყავი, როცა ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, პირდაპირ თქვა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავით ჩვენ და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი განხორციელებულა ბოლო წლებში სერბეთში და ბელგრადში და მან შემომთავაზა მე, რომ მენახა ეს ყველაფერი, უკვე განხორციელებული პროექტი. საზოგადოებას მინდა მივმართო, ყველამ ნახა, რა განხორციელდა, როგორი მასშტაბურია, როგორც ბელგრადისთვის, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში. მე ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, თუ პირდაპირ არ შეუძლია, რომ ჩამობრძანდეს ბელგრადში, თავად იხილოს მედიის საშუალებით ან ვიდეოს საშუალებით, ნახოს ეს პროექტი რას წარმოადგენს. დღესდღეობით 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს ბიუჯეტში სერბეთის სახელმწიფოს 4.5 მილიარდამდე ინვესტიციაა განხორციელებული. ათი ათასამდე დასაქმებული პირია. შეძლებული მოქალაქეები იძენენ, ძირითადი ნაწილი სერბეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდანაც.

ეს არის მოცემულობა, შედეგი, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვიხილეთ. რა თქმა უნდა, იქნება თხოვნა, რომ უფრო მეტად და კარგად გაშუქდეს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ხელოვნურად შექმნილი სპეკულაცია გაუგებარი არაბიზაციის შესახებ. ეს არის უდიდესი კომპანია. ეს არის ფაქტი, რაზეც მე დღეს ვლაპარაკობ, რაც მე ჩემი თვალით ვნახე საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად. მსგავსი პროექტი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე აქ, რამხელა „ბენეფიტი" და რამხელა შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოსთვის, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ასეთი ხელოვნურად დაგეგმილი გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ ამ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ